Friday, January 30, 2009

ვიდეო კონფერენციების ციკლი ქართულ და რუმინულ ბაღებს შორის

სიქას და რუმინულ ორგანიზაცია "Millennium Center" -ის ერთობლივი აქტივობა "გაიცანით ჩემი ბაღი" - ვიდეო კონფერენციების ციკლი ორი ქვეყნის საბავშვო ბაღებს შორის. პირველი ვიდეო კონფერენცია შედგა 2009 წლის 16 იანვარს - ქ.რუსთავის სკოლა-ბაღ- "მილენიუმის" პატარა აღსაზრდელები და რუმინეთის ქ.აბრუდის ბაღის ბავშვები ერთი საათის განმავლობაში აცნობდნენ ერთმანეთს თავიანთი ქვეყნის ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს, ეროვნულ ტანსაცმელს, საახალწლო ტრადიციებს. პატარების კონფერენციის შემდეგ ბაღების აღმზრდელებსა და დირექციასაც გაუჩნდა სურვილი გაცნობოდნენ ერთმანეთს, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის გამოცდილება, მუშაობის მეთოდები და პრობლემების გადაჭრის გზები. საუბრის დასასრულს მოხდა ბაღების ელ.ფოსტების მისამართების გაცვლა. მხარეებმა გადაწყვიტეს ურთიერთობა მომავალშიც გაეგრძელებინათ. "გაიცანით ჩემი ბაღი"-ს ტექნიკურ მხარდაჭერასა და ორგანიზებას რუმენეთში ქართველმა მოხალისეებმა ნინო წიკლაურმა და ნიკა ჯაბუამ წარმატების გაართვეს თავი. პირველი წარმატებული მცდელობის შემდეგ დაიგეგმა კიდევ ერთი ვიდეო კონფერენცია როშა-მონტანას საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან. I would love to introduce my kindergarten –video conference The collaborative activity of “Millennium Center Association” and SIQA- Georgia Association of Educational Initiatives – the circle of video conferences between two countries kindergarten. The first video conference had organized on 16-th January 2009. Kids from Georgian kindergarten “Millennium”, Rustavi city during one hour had video conference with Romanian mates from the Abrud city kindergarten. Kids were introducing each other national folk songs and dances, national dresses and Christmas traditions. After the conference of the juniors, the direction and teachers of the kindergarten continued conference. During half an hour they were sharing their work experience, methodologies and had discussed the issues. At the end of conversation the sides have exchanged their e-mail addresses. They were pleased to continue relationship in the future. The technical support of the activity “I would love to introduce my kindergarten” was realized by Georgian volunteers in Romania Nino Tsiklauri and Nick Jabua –from Abrud and by the coordinator in SIQA. After the first successfully attempt it had been planned another video conference with the kindergarten in Rosa-Montana.

1 comment:

  1. გამარჯობა!
    ჩვენ ახლახან გამოვეცით აუდიო სიდი , იაკობ გოგებაშვილის „ძველი და ახალი აღთქმა“ თუ გაქვ სურვილი თქვენ ბაღში ჩავატაროთ პრეზენდაცია გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 18 33 47
    ნინო მარინა ჯანჯღვები
    saavtorostudia@gmail.com
    an facebookze daamatet saavtoro studia
    გმადლობთ!

    ReplyDelete